ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდები

 
არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 2015 წლის 19, 20 და 21 მაისს ჩატარდება ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდები.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ ეკატერინე ქართველიშვილს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 12-დან 15 საათამდე შემდეგ მისამართზე:  ი. ჭავჭავაძის პროსპ. N13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 219. ტელ:  593 49 00 18    ან  225 32 20.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 მარტი,  15:00 სთ.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიონ  პასპორტი და შესაბამისი თანხა (Α1 Α2, Β1 დონეები – 65 ევრო; Β2, Γ1, Γ2 – 73 ევრო).
 

არქივი