კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი “ოქროს საწმისი”

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია გიწვევთ მელინა მერკურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღეებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის "ოქროს საწმისი" საზეიმო გახსნაზე 25 მარტს 17:00 საათზე.

 

პროგრამის ფარგლებში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "საბერძნეთის უკანასკნელი ქალღმერთი" პრეზენტაცია და ოსკარზე ნომინირებული ცნობილი ბერძნული ფილმის  "არასოდეს კვირაღდეს"  ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით).

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

 

27 მარტი 10:00 საათზე

სამეცნიერო და მოსწავლეთა კონფერენცია "ელენე არგოსელიდან მელინა მერკურიმდე"

 

14:00 საათზე

ოსკარზე ნომინირებული ფილმის "სტელა" ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით)

 

6 აპრილი 16:00 საათზე

მოსწავლეთა ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში

 

17 აპრილი 17:00 საათზე

 მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენების კონკურსი

 

21 აპრილი 17:00 საათზე

 საზეიმო დღეების დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. 

 

გახსნა გაიმართება ი. ჭავჭავაძის გამზ. N13. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 220 აუდიტორიაში ( II სართული )  და დახურვა-დაჯილდოვება ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ( IV სართული).

არქივი