ფილოსოფიის, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სტუდენტების, ლექტორებისა და ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ!

გიწვევთ საჯარო მოხსენება-სემინარებზე პლატონიზმის თემებზე, რომელსაც ჩაატარებს

ქ. პალერმოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი

 ანდრეა ლე მოლი (Andrea Le Moli).

 

ყველა შეხვედრა ჩატარდება  თსუ VIII კორპუსში, II სართულზე, 220- აუდიტორიაში,

ნეოგრეცისტების ბიბლიოთეკაში. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2-3 საათია.

 

მოხსენება-სემინარების სათაურები (რიგითი მიმდევრობით) ასეთია:

4 ნოემბერი, 16:00 სთ.

პლატონის მეტა-ფიზიკა: ხატის ონტოლოგია „ტიმაიოსში“ [Plato’s Physics of Meta. The Ontology of the Image in the Timaeus]

6 ნოემბერი, 16:00 სთ.

მატერიის თეორია ნუმენიოს აპამეელთან? [A theory of Matter in Numenius of Apamea?]

7 ნოემბერი, 14:00 სთ.

ნეგატიური თეოლოგია და ლათინური ტრადიცია გვიანანტიკურ პლატონიზმში: ქალკიდიუსის შემთხვევა [Theologia Negativa and Latin Tradition in Late-Ancient Platonism: The Calcidius’ Case]

9 ნოემბერი, 16:00 სთ.

ხატი და ასლი პლატონიზმის ფრანგულ დეკონსტრუქციაში [Image and Copy in French Deconstruction of Platonism]

 

 

მოხსენება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მსურველებს დაურიგდებათ მოხსენების ტექსტების ქართული თარგმანი.

 

გთხოვთ მობრძანდეთ!

 

არქივი