აკად. სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეები

Simon_Yauxchishvili

 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი
11-16 ნოემბერს გიწვევთ აკად. სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ დღეებზე.

პროგრამა:

11 ნოემბერი, 16 საათი – პლენარული სხდომა
შესავალი სიტყვა – რისმაგ გორდეზიანი
სიმონ ყაუხჩიშვილის ცხოვრება დამოღვაწეობა – ნელი მახარაძე
საპფოს ახალი ფრაგმენტები – ნანა ტონია
მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო – ვალერი ასათიანი
ანტიკური ფიგურული ლექსები – რისმაგ გორდეზიანი
(თსუ, VIII კორპ. ი. ჭავჭავაძის გამზ. 13 , 220-ე აუდიტორია)

12 ნოემბერი, 12 საათი – სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: ბერძნულ-რომაულ-ქართული ურთიერთობების აქტუალური პრობლემები
(თსუ, VIII კორპ. ი. ჭავჭავაძის გამზ. 13 , 220-ე აუდიტორია)

13 ნოემბერი, 16 საათი – ენციკლოპედიის: ანტიკური კავკასია II, 1 განხილვა
(თსუ, VIII კორპ. ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, 220-ე აუდიტორია)

14 ნოემბერი, 14 საათი – სადოქტორო დისერტაციის დაცვა:
გიორგი უგულავა – სახელმწიფოს მოწყობის კონცეფციები ანტიკური ეპოქის მხატვრულ ლიტერატურაში (ჰომეროსიდან არისტოფანემდე)
(თსუ, VIII კორპ. ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, 220-ე აუდიტორია)

16 ნოემბერი, 16 საათი – ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ნაშრომის "ანტიკურობის რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში" ვებ-გვერდის პრეზენტაცია
(თსუ, I კორპ. ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, 212-ე აუდიტორია)