რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია – ,,პოეზია, როგორც ითაკაზე დაბრუნება”.

რატი 1

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გიწვევთ საჯარო ლექციათა ციკლზე:

ლექტორიუმი ცოდნის მოყვარულთათვის –
"SCIENTIA POTENTIA EST"

სამშაბათს, 12 აპრილს ჩატარდება მეორე ლექცია – ,,პოეზია, როგორც ითაკაზე დაბრუნება", რომელსაც წაიკითხავს პოეტი რატი ამაღლობელი.

ჰომეროსის ილიადა, აქილევსის ფარის მოხატვა, მისი ექოები ბროდსკისთან და ოდენთან. გალაკტიონის გემი ,,დალანდი" და კავაფისის ითაკა. ავთანდილი და ოდისევსი. მიმეზისი და პოეზისი.

დასწრება თავისუფალია!

12 აპრილი, 19 საათი
თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია