სტუდენტური კონფერენცია – ,,ანტიკურობის თანამედროვეობა”

 

 

salvador-dali_crazy-crazy-crazy-minerva_lithograph-with-colour-etching_16.5x20.75in_1971

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის


სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს

II ყოველწლიურ
სტუდენტურ კონფერენცია


სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკაა: „ანტიკურობის თანამედროვეობა“

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რეგიონებში არესბული აკრედიტებული უნივერსიტეტების ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პერიოდულ სტუდენტურ ჟურნალში: ,,მნემოსინე”.

 

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 14-15 მაისს.


გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები

 2016 წლის 30 აპრილამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

greekstudies@tsu.ge

საკონტაქტო პირი:  ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.

განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 30 აპრილს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67
ელ.ფოსტა: greekstudies@tsu.ge