ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად

ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის

 

საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

კონკურსის პირობები:

მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს კინო-ტელე ხელოვნების ან სხვა მიმართულების სტუდენტს, რომელიც შეძლებს შექმნას მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი თემაზე ეროვნული უმცირესობები და საქართველო .

 

ფილმის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 5 წუთი; 

ფილმის ენა: ქართული;

ფილმის მონტაჟი: მემონტაჟის მოწვევასა და მასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვას უზრუნველყოფს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი.

           

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 10 მაისამდე საკუთარი გვარ-სახელი, ტელეფონის (მობილური) ნომერი, ფილმის სათაური და დაკონკრეტებული თემატიკა უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tolerantoba2016@yahoo.com

            ფილმის შავი მასალა, ორგკომიტეტთან შეთანხმებით, შესაძლებელია დამონტაჟდეს 10 მაისიდან 31 მაისამდე.

           

ფილმების თსუ-ში პრეზენტაციის სავარაუდო თარიღი: 7 ივნისი, 2016

            ფილმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური სამი კაცის შემადგენლობით.

 

გამარჯვებული  დოკუმენტური ფილმის ავტორი დაჯილდოვდება.

           

საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123