გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიაში ფუნდამენტურ ნაშრომთა ავტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ თევზაძე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიაში ფუნდამენტურ ნაშრომთა ავტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ თევზაძე.

პანაშვიდი: კვირას, ორშაბათს 17.00 საათზე;
დაკრძალვა: სამშაბათს 15.00 საათზე;
მისამართი: თამარაშვილის ქუჩა 9, 1-ლი სართული, ბინა 5.

ქართველ ფილოსოფოსთა ათეულობით თაობის აღზრდასთან ერთად ბატონი გურამი იყო შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების მკვლევართა ქართული სკოლის დამფუძნებელი. მისი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად მნიშვნელოვანი განშტოება ამ სკოლისა წამოდგენილია კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის, კურსდამთავრებულთა სახით.
მისი მადლიერი მოსწავლეები არასდროს დაივიწყებენ მათი დიდი მასწავლებლის, ბრწყინვალე ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსის, ბატონ გურამ თევზაძის თავდადებულ ამაგს, რომლის წყალობითაც ჩვენს ინსტიტუტში აღიზარდა ბერძნულ და ლათინურ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო პირველწყაროთა კვლევაზე დამყარებული კლასიკოსებისა და ბიზანტინისტების მთელი პლეადა.