ენციკლოპედია CAUCASUS ANTIQUUS – ანტიკური კავკასია III ტ.

ენციკლოპედია ანტიკური კავკასია მოამზადა ავტორტა კოლექტივმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. პროექტის მონაწილეები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები.

ენციკლოპედია Caucasus Antiquus – ანტიკური კავკასია მიზნად ისახავს ანტიკური ეპოქის (ძვ.წ. II ათას. – ახ.წ. V-VI სს.) კავკასიის შესახებ პირველი ყოვლისმომცველი ენციკლოპედიური სამეცნიერო ცნობარის მომზადებას.
ენციკლოპედია მოიცავს სტატიებს კავკასიასთან დაკავშირებულ ყველა ტერმინზე; კავკასიის შესახებ ძველი აღმოსავლური წყაროების (ხეთური, ასირიული, ურარტული, სპარსული) თარგმანებს ქართულ ენაზე, ბერძნულენოვანი (მიკენურიდან მოყოლებული გვიანანტიკურობის ჩათვლით) და ლათინურენოვანი წყაროების ტექსტებს ორიგინალისა და ქართულ ენებზე.


რედაქტორები: რისმაგ გორდეზიანი, მაია დანელია, გიორგი უგულავა.

საგამომცემლო ჯგუფი: ნინო დიანოსაშვილი, ეკატერინე კვირკველია, თამარ ჯაფარიძე.

© პროგრამა „ლოგოსი", თბილისი, 2018_DSC7828 _DSC7832 (1) IMG-6742 IMG-6747 IMG-6753 IMG-6755 IMG-6759