თანამშრომლობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან

თანამშრომლობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იწყებს ონლაინ ტრენინგს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის.
ტრენინგი უფასოა, ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მასწავლებლებს.
ტრენინგის თემა: შესავალი ანტიკურ ლიტერატურაში.
ტრენინგი დაიწყება 2021 წლის 6 მაისს და გაგრძელდება ოთხი კვირა (სულ: 12 საათი). ტრენინგი ჩატარდება ყოველ სამშაბათს (20.00-21.00 სთ.) და ხუთშაბათს (18.00-20.00 სთ.).
ტრენერი: გიორგი უგულავა, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, სამი მონოგრაფიის ავტორი და ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი/ისტორიის ექსპერტი.
ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და მომავალში ისინი აქტიურად ჩაერთვებიან თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ კონფერენციებში, გამოფენებში, კონკურსებში, მოსწავლეთა ტრადიციულ ფესტივალში „ოქროს საწმისი“, რომელთა გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის საჩუქრები.
ტრენინგის კოორდინატორი: ირინე დარჩია, თსუ ასოცირებული პროფესორი, ერაზმუს პლუსის ეროვნული ოფისის უმაღლესი განათლების ექსპერტი
(შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში: irine.darchia@tsu.ge, 599 54 15 64).
ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია 4 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე:
 
ტრენინგის მიზნებისა და ამოცანების შესახებ თანდართულ ვიდეო კლიპში გვესაუბრება თავად ტრენერი, გიორგი უგულავა.
 

არქივი