მაია შუხოშვილის მოხსენება

2014 წ. 31 მაისს, 14.00 საათზე მაია შუხოშვილი წაიკითხავს მოხსენებას „პლატონის პოლიტიკოსი (დიალოგის ძირითადი პრობლემატიკა და კვლევის თანამედროვე მდგომარეობა)”.
მოხსენება წარმოადგენს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის კვლევის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შუალედურ შედეგებს.

მისამართი:
თსუ VIII კორპუსი, ი. ჭავჭავაძის პრ. 13
II სართული, ოთახი 221

ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში

15 აპრილს, 19.00 საათზე მწერალთა სახლი ციკლიდან „საუბრები ლიტერატურაზე“ გეპატიჟებათ აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის ლექციაზე „ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში“
თანამედროვე პოლიტოლოგიაში დისკუსია მიმდინარეობს ევროპის იდეის განსაზღვრის საკითხებზე. რა უდევს საფუძვლად ევროპული იდენტობის აღქმას, როდიდან იწყებს ევროპა, ამ სიტყვის უახლესი გაგებით, არსებობას და რა არის მისი საფუძველი, რა მიმართებაა ცნებებს – ევროპა და დასავლეთი – შორის, რით გასხვავდება ერთმანეთისგან ევროპის იდეის გაგება ანტიკურობასა და XXI საუკუნეში, სად არის საქართველოს ევროპული ორიენტაციის ძირები? 
ლექცია წარმოგვიდგენს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ცდას. ამასთანავე, ყურადღება შეჩერდება იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილია დემოკრატიის მამის, პერიკლეს სიტყვაში ჩამოყალიბებული დემოკრატიისათვის აუცილებელი პრინციპები და რამდენად მიზანშეწონილია ამ პრინციპების ევროპის იდეისათვის საფუძვლად დადება XXI საუკუნეში.
გთხოვთ, მობრძანდეთ!!!

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. მაჩაბლის ქ. 13

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი. სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტი

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2014 წლის 23–27 სექტემბერს თბილისში ტარდება ჩვენი ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები. გათვალისწინებულია შემდეგი განრიგით მუშაობა:

23.09.  – მონაწილეთა ჩამოსვლა;
24.09.–25.09 –  პლენარული სხდომები და სექციების მუშაობა;
26.09. – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის, ქვეყნის  ანტიკური დედაქალაქის – მცხეთის, ნაქალაქარ  ძალისას ძეგლებისა და არქეოლოგიური გათხრების დათვალიერება;
27.09. –  ჩამოსულ მონაწილეთა გამგზავრება.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ქართული. იწარმოებს მოხსენებების სინქრონული თარგმანი: ქართულენოვანის –  ინგლისურად, უცხოენოვანის –  ქართულად.
მოხსენებების რეგლამენტი შეადგენს  20 წუთს.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ და 2014 წლის 25 აპრილამდე ელ.ფოსტით გადმოგვიგზავნოთ თანდართული ცირკულარი და მოხსენების ანოტაცია (არა უმეტეს 300 სიტყვისა). პასუხს კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციით ჩვენგან მიიღებთ 25 მაისამდე.
გათვალისწინებულია კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების გამოქვეყნება.
სარეგისტრაციო გადასახადია 50 ევრო ან მისი ექვივალენტი ლარში. გადახდის ვადებია:  23 – 24 სექტემბერი ( რეგისტრაციის გადასახადს იხდით საორგანიზაციო კომიტეტში).

იხილეთ განაცხადი.

ჩვენი მისამართია:
საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი
ი. ჭავჭავაძის 13, 0179 თბილისი
ტელ. (+995 32) 2 22 11 81
ელ-ფოსტა: greekstudies@tsu.ge

 

Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The Faculty of the Humanities.
 Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies
Friedrich Schiller University Jena. Institute of Ancient Studies

 

We are honoured to inform you that a joint international conference on Topical Issues of Ancient Culture and It's Heritage will be held in Tbilisi, Georgia on September 23-27, 2014.The event will havethe following schedule:
23.09 – arrival of foreign participants;
24-25.09 – plenary and thematic sessions;
26.09 – a visit to the Georgian National Museum, to Mtskheta, the ancient capital of Georgia, and to the Dzalisi archeological site;
27.09 – departure of foreign participants.
Conference languages: English, French, German, Greek and Georgian. Simultaneous translation from Georgian into English and from foreign languages into Georgian will be provided. Each paper will be allotted 20 minutes. If you wish to take part in the conference, please complete the attached application form and e-mail it to us before April 25, 2014, together with a 300 word abstract of your paper. The organizing committee will respond before May 25 and will provide detailed information about the conference. The conference proceedings will be published. The registration fee is EUR 50 or equivalent in GEL. The organizing committee will accept the payments on September 24 and 25.

Download the attache file

Address:
Organizing Committee of the International Conference
Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies
I. Chavchavadze avenue 13, 0179, Tbilisi
Tel.: (+995 32)2 22 11 81
E-mail address: greekstudies@tsu.ge

ზამთრის სკოლა “ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში”

2014 წლის 11-14 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ზამთრის სკოლას „ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში“. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
პროექტს ხელმძღვანელობს პროფ. ნანა ტონია, მსმენელებს ლექციებს წაუკითხავენ გერმანელი და ქართველი მეცნიერები: ალექსანდრა ცაპელი (ბრემენი), ტასილო შმიტი (ბრემენი), ტიმო შტიკლერი (იენა), სილვია ჰუტერი (კიოლნი), მანანა ხიდაშელი, ირინე ტატიშვილი, ლევან გორდეზიანი.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ჰუმანიტარული მამართულების ყველა საფეხურის სტუდენტს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ 5 კრედიტი.

მსურველებს ვთხოვთ დარეგისტრირდნენ 10 თებერვლამდე ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე შეტყობინების გაგზავნით: greekstudies@tsu.ge

ზამთრის სკოლის საორგანიზაციო ჯგუფი.

საკონტაქტო პირი: მაია დანელია

მობილური: 595 17 72 73

ელ-ფოსტა: greekstudies@tsu.ge

მისამართი: თსუ, VIII კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 13, ოთ. 220.

 

ციფრული კლასიკური ფილოლოგია და საქართველო

2013 წლის 9 დეკემბერს,  16:30 სთ-ზე,  მოხსენებები, სემინარები, პრეზენტაციების ფარგლებში, პროფესორი ირინა დარჩია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ციფრული კლასიკური ფილოლოგია და საქართველო“. მოხსენების მსვლელობის პროცესში მოხდება სკაიპით ჩართვა ლაიპციგის უნივერსიტეტთან, ჩაერთვება პროფ. გრეგორი ქრეინი, ლაიპციგის უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი, ტაფტის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პერსევსის ციფრული ბიბლიოთეკის მთავარი რედაქტორი.

მისამართი:
თსუ VIII კორპუსი, 220-ე ოთახი (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13)

ახალი წიგნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის, სიმონ ყაუხჩიშვილის სამკითხველო დარბაზს  კლასიკური და ბიაზნტიური ეპოქების სპეციალიზირებული ლიტერატურა შეუძინა. შეძენილი წიგნები უახლესი გამოცემებია, რომელბიც არა მხოლოდ კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის იქნება საინტერესო, არამედ ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისათვისაც.
ახალი წიგნების ნუსხა იხილეთ მითითებულ ბმულზე.

სტატიის გაფორმების მოთხოვნები კონფერენციის კრებულისთვის

იხილეთ PDF ფაილი სტატიის გაფორმების მოთხოვნებისთვის კონფერენციის კრებულისთვის "ბიზანტინოლოგია საქართველოში – 4". 

PDF ფაილი

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ჯუდით რასონის ლექციები აკადემიურ წერაში

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუდით რასონი წაიკითხავს ლექციებს აკადემიურ წერაში. მონაწილეები, რომლებიც მოისმენენ სრულ კურსს, მიიღებენ სერტიფიკატებს.
სულ ჩატარდება ექვსი ლექცია და ერთი სემინარი. ჯუდით რასონი, ასევე, გაუწევს კონსულტაციებს ფაკულტეტის იმ თანამშრომლებს, რომელთაც სურვილი აქვთ დაეუფლონ სამეცნიერო წერილის წერას ინგლისურ ენაზე.
სერტიფიკატს მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც მოისმენენ სრულ კურსს და შეასრულებენ წერით დავალებას (პოსტერი, კვლევის მოკლე მიმოხილვა ან CV).
სამუშაო განრიგი:
ლექცია:
4 ნოემბერი, ორშაბათი, 16.00-18.00 – 119-ე აუდიტორია, თსუ მერვე კორპუსი;
6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 18.00-20.00 – 220-ე აუდიტორია, თსუ მერვე კორპუსი;
7 ნოემბერი, ხუთშაბათი, 17.00-19.00 – 220-ე აუდიტორია, თსუ მერვე კორპუსი;
8 ნოემბერი, პარასკევი, 17.00-19.00 – 220-ე აუდიტორია, თსუ მერვე კორპუსი;
9 ნოემბერი, შაბათი, 15.00-17.00 – 220-ე აუდიტორია, თსუ მერვე კორპუსი;
11 ნოემბერი, ორშაბათი, 16.00-18.00 – 119-ე აუდიტორია, თსუ მერვე კორპუსი;
სემინარი:
12 ნოემბერი, სამშაბათი, 17.00-19.00 – 220-ე აუდიტორია, თსუ მერვე კორპუსი.
საჯარო ლექცია:
5 ნოემბერი, სამშაბათი, 16.00-18.00 – 206-ე აუდიტორია, თსუ პირველი კორპუსი.
სამუშაო ენა: ინგლისური

საკონტაქტო პირი:
ნინო მღებრიშვილი
ninomgebrishvili@gmail.com
598 83 90 05
დარეგისტრირების მსურველებმა. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები მითითებულ მეილზე.

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია “ბიზანტინოლოგია საქართველოში”

24 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში“ გაიხსნება.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრებიან. 

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ მოხსენებებს ბიზანტინოლოგიის ისტორიულ-თეოლოგიურ ასპექტებზე. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. 
კონფერენცია თბილისსა და ბათუმში გაიმართება და 30 სექტემბრამდე გასტანს.

პროგრამა

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სხდომათა დარბაზი)