VII ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

VII ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციაანტიკურობის თანამედროვეობა

 

კონფერენცია ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს

 

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს VII ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას – ანტიკურობის თანამედროვეობა, რომელიც გაიმართება 2021 წლის 34 ივნისს, ონლაინ ფორმატში (პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).

 

NNმონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.

 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს და შემდეგ თემას: „სიკვდილი და თავისუფლება ბერძნულ ლიტერატურაში“.

 

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი; დისკუსია – 10 წუთი.

თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

 

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 30 აპრილამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: classics.tsu@gmail.com. თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.


საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე, ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);
სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5

თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.
 

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში – Vitae Discimus“

2021 წლის 24-27 თებერვალს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში – Vitae Discimus“. კონფერენციაში მონაწილეობს 30-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, უკრაინა, აშშ, კოლუმბია, იაპონია). კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს რვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 24 თებერვალს, ოთხშაბათს, 13.00 საათზე. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, თსუ ენების ცენტრის დირექტორი რუსუდან დოლიძე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი თინათინ დოლიძე.

კონფერენციის პროგრამა 

კონფერენციის ზუმ ლინკი:  https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YVJUL1c3OEEzeTl3WWxvb3ZQSVlVUT09

Meeting ID: 897 1606 4383

Passcode: 663375 

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში – Vitae Discimus“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი 2021 წლის 24-27 თებერვალს ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში – Vitae Discimus. კონფერენცია ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს.

კონფერენციაში მონაწილეობს 30-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, უკრაინა, აშშ, კოლუმბია, იაპონია).

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები (keynote speakers) არიან ქრისტიან ლესი და მერი პენდერგრაფტი, ევროკლასიკასა (Euroclassica) და ამერიკის კლასიკური ლიგის (American Classical League) პრეზიდენტები, ანუ ევროპასა და აშშ-ში შესაბამისი პროფილის მნიშვნელოვანი პროფესიული გაერთიანებების ხელმძღვანელები, კლასიკური ენების ცნობილი ბრიტანული სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, ჯონ ტეილორი და კლასიკური ენებისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციისთვის საგანგებოდ შექმნილი პაიდეია ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ პედიკონე. 

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება კლასიკური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა კლასიკური ენების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კლასიკური ენების სახელმძღვანელოები, შეფასების, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პანდემიის ზემოქმედება და სხვ. საგანგებო მოხსენებები ეთმობა კლასიკური ენების იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროპასა და აშშ-ში იყენებენ.

კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, კლასიკური ენების სწავლების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონფერენციის როლი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, რადგან კონფერენციის ფარგლებში განიხილება პროგრამების შინაარსთან, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიებთან, სახელმძღვანელოებთან, აგრეთვე კლასიკური ენების სტანდარტებთან/დარგობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. 

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 24 თებერვალს, 13.00 საათზე. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, თსუ ენების ცენტრის დირექტორი რუსუდან დოლიძე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი თინათინ დოლიძე.

 კონფერენციის ზუმ ლინკი: https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YVJUL1c3OEEzeTl3WWxvb3ZQSVlVUT09

Meeting ID: 897 1606 4383

Passcode: 663375 

კონფერენციის პროგრამა 

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

 

 

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია

„ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22-24 სექტემბერი, 2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს საკონფერენციო განაცხადების მიღებას საერთაშორისო ონლაინ კონფერენციისთვის „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 22-24 სექტემბერს (კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის სექტემბერში, მაგრამ გადაიდო და ფორმატი შეიცვალა კოვიდ 19 პანდემიის გამო).

საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს  და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: (i) კლასიკური სიძველეთმცოდნეობისა და ბიზანტინისტიკის აქტუალური პრობლემები; (ii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და თანამედროვეობა; (iii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და საქართველო; (iv) ციფრული ტექნოლოგიები კლასიკურ სიძველეთმცოდნეობასა და ბიზანტინისტიკაში.

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება – 20 წთ., დისკუსია – 10 წთ.). კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული და ქართული.

მოხსენების თეზისების მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი, 2021. მოხსენების თეზისები (არა უმეტეს 250 სიტყვისა) წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ქართულ თეზისებს თან უნდა ახლდეს მათი უცხოენოვანი თარგმანი კონფერენციის თეზისებში დასაბეჭდად). თეზისებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ: სახელი და გვარი, დაწესებულება და თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა).

საკონფერენციო თეზისები, გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: g.tsereteli150@gmail.com. მოხსენებათა შერჩევა დასრულდება 2021 წლის 30 აპრილს. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 2021 წლის ივლისში.

კონფერენციის მასალები ფარული რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ფაზისში“, რომელიც ინდექსირებულია ERIH PLUS-ის მიერ (Phasis. Greek and Roman Studies, Institute of Cassical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University). დასაბეჭდად მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2021.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს: g.tsereteli150@gmail.com  

საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

საერთაშორისო კონფერენცია

„ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22-24 სექტემბერი, 2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იწყებს საკონფერენციო განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 22-24 სექტემბერს (კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის სექტემბერში, მაგრამ გადაიდო კოვიდ 19 პანდემიის გამო).

საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს  და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: (i) კლასიკური სიძველეთმცოდნეობისა და ბიზანტინისტიკის აქტუალური პრობლემები; (ii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და თანამედროვეობა; (iii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და საქართველო; (iv) ციფრული ტექნოლოგიები კლასიკურ სიძველეთმცოდნეობასა და ბიზანტინისტიკაში.

კონფერენცია არ ითვალისწინებს პლენარულ მოხსენებებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს.

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება – 20 წთ., დისკუსია – 10 წთ.). კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული და ქართული.

მოხსენების თეზისების მიღების ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2020. მოხსენების თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ქართულ თეზისებს თან უნდა ახლდეს მათი უცხოენოვანი თარგმანი კონფერენციის თეზისებში დასაბეჭდად).

საკონფერენციო თეზისები, გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: g.tsereteli150@gmail.com. მოხსენებათა შერჩევა დასრულდება 2021 წლის 30 იანვარს.

სარეგისტრაციო გადასახადი: 100 ლარი.

კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 2021 წლის ივლისში.

კონფერენციის მასალები ფარული რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ფაზისში“ (Phasis. Greek and Roman Studies, Institute of Cassical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University). დასაბეჭდად მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2021.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს: g.tsereteli150@gmail.com  

გრიგოლ წერეთლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი

2020 წლის 12 მარტს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იგეგმება საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ დიდ მამულიშვილთა სიმბოლური საფლავი-მემორიალის ყვავილებით შემკობა და გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ-კლასიკოსისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 

გ ი წ ვ ე ვ თ ე რ თ ო ბ ლ ი ვ ს ე მ ი ნ ა რ ზ ე: „ნების გაგება ეკლესიის მამათა ფილოსოფიაში“

ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული
აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი და კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა
 
და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბიზანტინისტიკის კათედრა
 
გ ი წ ვ ე ვ თ
ე რ თ ო ბ ლ ი ვ    ს ე მ ი ნ ა რ ზ ე
 
თეო კობუში, ბონის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი
„ნების გაგება ეკლესიის მამათა  ფილოსოფიაში“
(Der Begriff des Willens in der  Philosophie der Kirchenväter)
 
უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე
სემინარი შედგება 3 დეკემბერს, 17 სთ-ზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში

V საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური კონფერენცია ბიზანტინოლოგია საქართველოში – 5 თემაზე „შავი ზღვა და შავიზღვისპირეთის ქვეყნები – კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV -XV საუკუნეებში“

ძვირფასო კოლეგებო!

 

გაცნობებთ, რომ V საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური კონფერენცია ბიზანტინოლოგია საქართველოში – 5 თემაზე  „შავი ზღვა და შავიზღვისპირეთის ქვეყნები – კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV -XV საუკუნეებში“ ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2019 წლის 11-13 ოქტომბერს.

 

14 ოქტომბერს მსურველთათვის დაგეგმილია ექსკურსია ქ. ტრაპიზონში.

 

პროგრამა-11.09.19

 კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

„ბერძნული ცივილიზაციის” მეორე, შესწორებული და გავრცობილი გამოცემა


ბერძნული ცივილიზაცია

  • აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მეორე, შესწორებული და გავრცობილი გამოცემა კრეტა-მიკენის გეომეტრიული, არქაული და კლასიკური ეპოქის ბერძნული კულტურის ყველა უმთავრეს სფეროს წარმოგვიდგენს: ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, მჭევრმეტყველებას, ისტორიოგრაფიას, ფილოსოფიას და ა.შ. წიგნში წარმოდგენილია ბერძნული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების 200-ზე მეტი ილუსტრაცია.
  • „ბერძნული ცივილიზაცია“ განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის, სტუდენტებისა და ძველი სამყაროს კულტურებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

► რედაქტორი – მარიამ გოჩიტაშვილი
► გარეკანის დიზაინერი – ია გაბუნია

წიგნები გამოიცა ბაკურ სულაკაურის საგამომცემლო სახლის მიერ:
► ბერძნული ცივილიზაცია – გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე (წიგნი I) – https://bit.ly/2mR4YEI
► ბერძნული ცივილიზაცია – კლასიკური ეპოქა (წიგნი II) – https://bit.ly/2pdNFys

კონკურს VICTORIA-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, 2019 წლის 30 ივლისს გაიმართა კონკურს Victoria კლასიკურ ენებში. კონკურსი ჩატარდა ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებში, ორივე, კლასიკური და საფაკულტეტო განხრით, რომლის შედეგებიც გამოცხადდა 2 აგვისტოს. კონკურსის ჩატარებას ხელმძღვანელობდნენ ინსტიტუტის დირექტორი: პროფ. თინათინ დოლიძე, ჟიურის თავმჯდომარე: პროფ. იამზე გაგუა, ჟიურის წევრები: მარიამ კალაძე და ეკატერინე კვირკველია, კონკურსის ორგანიზატორი: ვიქტორია ჯუღელი.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ, დიონისიოს ვარელასის ფონდის დაფინანსებით, ტაო-კლარჯეთში სამდღიანი მოგზაურობით და საფარაში ერთდღიანი მოგზაურობით, ამას გარდა კი 150 და 100 ლარიანი წიგნადი ვაუჩერებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, თსუ ”ლოგოსის” მაღაზიაში წლის განმავლობაში შეარჩიონ მათთვის სასურველი წიგნები. კონკურსანტებისათვის გადასაცემი დიპლომები და ვაუჩერები გამარჯვებულთა სახელებითა და გვარებით ქართულ და ლათინურ ენებზე შეამკო მხატვარმა და კალიგრაფმა, ლიკა ფავლენიშვილმა, რომელმაც მათ გადასცა ასევე, კალიგრაფიული ხელოვნებით შესრულებული მათი სახელები და გვარები.