გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიაში ფუნდამენტურ ნაშრომთა ავტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ თევზაძე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიაში ფუნდამენტურ ნაშრომთა ავტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ თევზაძე.

პანაშვიდი: კვირას, ორშაბათს 17.00 საათზე;
დაკრძალვა: სამშაბათს 15.00 საათზე;
მისამართი: თამარაშვილის ქუჩა 9, 1-ლი სართული, ბინა 5.

ქართველ ფილოსოფოსთა ათეულობით თაობის აღზრდასთან ერთად ბატონი გურამი იყო შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების მკვლევართა ქართული სკოლის დამფუძნებელი. მისი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად მნიშვნელოვანი განშტოება ამ სკოლისა წამოდგენილია კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის, კურსდამთავრებულთა სახით.
მისი მადლიერი მოსწავლეები არასდროს დაივიწყებენ მათი დიდი მასწავლებლის, ბრწყინვალე ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსის, ბატონ გურამ თევზაძის თავდადებულ ამაგს, რომლის წყალობითაც ჩვენს ინსტიტუტში აღიზარდა ბერძნულ და ლათინურ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო პირველწყაროთა კვლევაზე დამყარებული კლასიკოსებისა და ბიზანტინისტების მთელი პლეადა.

საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს განაცხადების მიღებას  საერთაშორისო კონფერენციისთვის  „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“. კონფერენცია ეძღვნება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  100 წლის იუბილეს. 

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 2830 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი # 1).

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ფართოა, მოიცავს პერიოდს ანტიკურობიდან დღემდე და შეეხება შემდეგ სფეროებს: ფილოსოფია, კლასიკური ფილოლოგია, ისტორია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანმცოდნეობა, კულტურის კვლევები, რელიგიათმცოდნეობა,  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები,  განათლება,  ხელოვნება და თეატრი, სამართალი,   მედიცინა და სხვ. პარალელურ სესიებთან ერთად იმუშავებს ხუთი პლენარული სესია. გაიმართება ორი გამოფენა: “პლატონი და მისი ფილოსოფია თანამედროვე ხელოვნებაში“ და „პლატონი სცენაზე.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული (სინქრონული თარგმანის გარეშე).

კონფერენციაში მონაწილეობს 60-მდე მომხსენებელი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, აშშ, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ინგლისი, ინდოეთი, ირლანდია, იტალია, კანადა, კვიპროსი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უნგრეთი,  შვეიცარია, ჰონგ კონგი).

კონფერენციის საპატიო და ძირითადი მომხსენებლებია (ანბანურად):

  1. ჯონ დილონი (John Dillon), დუბლინის ტრინიტი კოლეჯი, ირლანდია
  2. გაბრიელე კორნელი (Gabriele Cornelli), ბრაზილიის უნივერსიტეტი, ბრაზილია
  3. ნობურუ ნოტომი (Noburu  Notomi), ტოკიოს უნივერსიტეტი, იაპონია
  4. დომენიკ ო’მეარა (Domenic O’Meara), ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია
  5. თომას რობინსონი (Thomas Robinson), ტორონტოს უნივერსიტეტი, კანადა
  6. ანდრეი როსიუსი (Andrei  Rossius), ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი – ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, რუსეთი; იტალიის ფილოსოფიურ კვლევათა ინსტიტუტი, იტალია
  7. ქრისტოფერ როუვი (Christopher Rowe), დარემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
  8. კარლოს სტილი (Karlos Steel), ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
  9. მაურო ტული  (Mauro Tulli), პიზის უნივერსიტეტი, იტალია
  10. ედვარდ ჰალპერი (Edward Halper), ჯორჯიის უნივერსიტეტი, აშშ

 

კონფერენციის მონაწილეები და თეზისები:

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს, აგრეთვე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს პლატონის ფილოსოფიაზე შექმნილი ნამუშევრების გამოსაფენად.

       

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება – 20 წთ., დისკუსია – 10 წთ.). ხელოვნების ნიმუშები და წარმოდგენების ფოტო/ვიდეო მასალა გამოიფინება უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეებში.  

 

მოხსენების თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ქართულ თეზისებს თან უნდა ახლდეს მათი უცხოენოვანი თარგმანი).

 

თეზისები, ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშების ფოტოები, გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: plato@tsu.ge

საკონფერენციო თეზისების/ხელოვნების ნიმუშების აუდიო/ვიზუალური მასალის წარმოდგენის ბოლო ვადა  –  23 აპრილი 2018.

თეზისებთან/ხელოვნების ნიმუშების ფოტოებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:

  • სახელი და გვარი;
  • დაწესებულება და თანამდებობა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა);
  • კონფერენციაში მონაწილეობის ტიპი (მოხსენება, გამოფენაში მონაწილეობა);
  • მოხსენების სრული სათაური;
  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
  • იმ შემთხვევაში, თუ მოხსენებას წარმოადგენს სტუდენტი, მითითებულ უნდა იქნას სამეცნიერო ხელმძღვანელის/რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები.

კონფერენციაზე წარდგენილი  მოხსენებების ნაწილი მათი რეცენზირების შემდეგ გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების სახით 2018 წლის ივნისის ბოლომდე.

სარეგისტრაციო გადასახადი: 100 ლარი.

სარეგისტრაციო გადასახადი სტუდენტებისათვის: 50 ლარი.

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე: plato@tsu.ge

.

 

 

 

 

 

საერთაშორისო კონფერენცია “მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში”

17 სექტემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში" გაიხსნება, რომელიც  ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი მეცნიერი ხუთი კონტინენტის 13 ქვეყნიდან (საქართველო, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ლიტვა, აშშ, ავსტრალია, ბრაზილია, რუსეთი).
 
კონფერენციის პარალელურად გაიმართება გამოფენები  „ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები“, „მედეა ქართულ მხატვრობაში“, ფოტოგამოფენა „მედეა ქართულ სცენაზე“, ასევე 20 წლის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  მიმართულებით გამოცემული წიგნების ექსპოზიცია. 
 
გამოფენა „მედეა ქართულ მხატვრობაში“ წარმოგვიდგენს ცნობილი ქართველი მხატვრების, მოქანდაკეებისა და კერამიკოსების მედეას თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. გამოიფინება მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ბერძენიშვილის, გია ბუღაძის, ანტონ ბალანჩივაძის, მარიკა იზორიას, ნინო ზაალიშვილის, ანა მღებრიშვილის, კახაბერ ტატიშვილის, გურანდა ქლიბაძის, გიორგი შხვაცაბაიას, გია ჯაფარიძის ნამუშევრები. მოქანდაკე გია ჯაფარიძემ ამ კონფერენციისთვის შექმნა მედეას ქანდაკება, ხოლო გიორგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე ბალეტმა ასევე საგანგებოდ აღადგინა გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურა (კომპოზიტორი: ი. კეჭაყმაძე).
 

პროგრამა




 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

კონკურსი VICTORIA ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

13592429_10209948495095708_8989154454020188314_n

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი
აცხადებს კონკურსს V I C T O R I A

ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 21 ივლისს 12 საათზე თსუ VIII კორპუსში. 

ორ-ორი საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება მოგზაურობით ტაო-კლარჯეთში, მომდევნო ორი პრიზიორი კი – ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის, “ლოგოსის” ვაუჩერებით “ლოგოსის” გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომებიც.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობის, სტუდბილეთის ან მოსწავლის ბილეთის ასლი და შეავსონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 7დან 19 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 11.00-17.00 სთ., ჭავჭავაძის პრ. 13, თსუ VIII კორპუსი, III სართული, ს. ყაუხჩიშვილის სახ. ბიბლიოთეკა.

მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ტესტების ნიმუშებს შემდეგ საიტზე:www.greekstudies.tsu.ge ან greekstudies.tsu.ge/?page_id=287

კითხვებისათვის მიმართეთ კონკურსის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vakhtangr@gmail.com.

დოქტორანტ ნინო მღებრიშვილის სემინარი

პარასკევს, 7 ივლისს 13 საათზე ბიზანტიური ფილოლოგიის დოქტორანტი ნინო მღებრიშვილი წარმოადგენს დოქტორანტის სემინარს თემაზე: „თადეუს ედესელის სახელით ცნობილი ორი არაბულენოვანი ტრაქტატის ავტორობის საკითხი". 

ხელმძღვანელი: მაგდა მჭედლიძე

რეცენზენტი: თამარ აფციაური

მისამართი:

თსუ VIII კორპუსი, ოთახი 221

 

 

სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიცია საბერძნეთში (19-26 მაისი, 2017)

2017 წლის 19-26 მაისს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიცია საბერძნეთში. ღონისძიების ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეები გაეცნენ ანტიკური და შუა საუკუნეების ეპოქის – თესალონიკის, დიონის, ვერგინას, მეოტეორას, დელფოს, ათენის, ეპიდავროსის, ნავპლიონისა და მიკენის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლებს.

ექსპედიციის მთელი მსვლელობა გადაიღო სპეციალურმა ჯგუფმა დოკუმენტური ფილმისათვის – "ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ათასწლეულები".

18581734_10213113858901036_2457220066779581426_n 18622678_10203141712861322_9108480603431709276_n 18664174_10213143814249901_562367076644590893_n 18670820_10203167818633950_5703814588612404216_n 18698289_10203167846914657_8422881263766159789_n 18698495_10213113855860960_553506936473552986_n 18739623_10203167866915157_4284753545578756398_n 18765638_10203167818433945_1828442471893543444_n

 

ინსტიტუტის დღე – 2017 წლის 9 ივნისი

14316828_1355146557828726_2721008400947399072_n

2017 წლის 9 ივნისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი  ატარებს ინსტიტუტის დღეს. 

პროგრამა:

  • ღონისძიების გახსნა და შესავალი სიტყვა  პროფ. ნანა ტონია
  • წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები  "ივნისიდან ივნისამდე" – ფილ. დოქტორი მაია დანელია.
  • საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსის" ახალი გამოცემები – პროფ. ირინე დარჩია.
  • წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება – პროფსოფიო შამანიდი.

მისამართი: 
ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი,  220-ე აუდიტორია

ცნობილი ხეთოლოგის აჰმეტ იუნალის მოხსენება

2017 წლის 11 და 15 მაისს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ცნობილმა ხეთოლოგმა, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ემერიტუსმა პროფესორმა აჰმეტ იუნალმა, წაიკითხა შემდეგი მოხსენებები: ძველი ანატოლიური ქალაქების განვითარება და ხეთების დედაქალაქი ხათუსა, როგორც ურბანული ფუნქციონალობის ნიმუში; ჰომეროსამდელი ლიტერატურის წინამორბედები ანატოლიაში.      18342224_1673669955976383_7927789087359712063_n

istanbul escort

სტუდენტთა III სამეცნიერო კონფერენცია – ანტიკურობის თანამედროვეობა

2017 წლის 12 მაისს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა III სამეცნიერო კონფერენცია "ანტიკურობის თანამედროვეობა".

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის, ბათუმისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა-დიალოგი ახალგაზრდა პოეტებთან ნინო ჭყონიასა და გრიგოლ ძაგანიასთან. მოწვეულმა პოეტებმა ისაუბრეს თემაზე: ანტიკურობა თანამედროვე ქართულ პოეზიაში.
14 მაისს, კონფერენციის მონაწილეთათვის მოეწყო ექსკურსია მცხეთასა და უფლისციხეში.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

ბერძნული ენის მასწავლებლების პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრა

სვეტა

ბერძნული ენის მასწავლებლების პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრა „ბერძნულენოვანი განათლება, ტენდენციები – განზომილებები – წინადადებები“ ჩატარდა 27-30 აპრილს, ქ. ოდესაში.

შეხვედრის ორგანიზატორები: საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღავრგარეთ მცხოვრებ ბერძენთა გენერალური სამმართველო, საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიის სამინისტრო, საბერძნეთის საკონსულოს საგანმანათლებლო ოფისი მარიუპოლში, ბერძნული კულტურის ფონდი, ოდესას განყოფილება, ბუმბურას ფონდი, უკრაინის ბერძენთა სათვისტომო.  

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში საბერძნეთის განათლების სამინისტროს მიერ მივლინებული ბერძნული ენის მასწავლებელი, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი გეორგია დიმოპულუ, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება „ფილმებზე ტიტრების დართვის გამოყენება ბერძნული ენის როგორც უცხო ენის სწავლებისას“ და ფილოლოგიის დოქტორი სვეტლანა ბერიკაშვილი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი „იდიომური გამოთქმების ონლაინ ლექსიკონი“ (პროექტის ავტორები: სვეტლანა ბერიკაშვილი, ირინა ლობჟანიძე; რედაქტორები: სოფიო შამანიდი, შუქია აფრიდონიძე; კომპიუტერული უზრუნველყოფა: ირაკლი გუნია). პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხ. http://idioms.iliauni.edu.ge/

საგანმანათლებლო შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. შეხვედრის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://sites.google.com/site/ellenoglossepaideia/