ანტიკური ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სრული პროფესორი რისმაგ გორდეზიანი წაიკითხავს ლექციებს თემაზე "ანტიკური ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში". კურსის მიზანია მსოფლიოს კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული სახეების მსოფლიო ხელოვნების შედევრებში ასახვის ტენდენციების შესწავლა.

დასწრების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ განცხადებით ნინო მღებრიშვილს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა).

თსუ VIII კორპუსი,ი. ჭავჭავაძის პროსპ.13.

III სართული, ოთახი 304.

ტელეფონი: 598 839 005

ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina საჯარო კითხვა

 

2013 წლის 12 თებერვალს 15:00 საათზე ლაშა ბუღაძე "მოხსენებები, სემინარები, პრეზენტაციების" ფარგლებში წაიკითხავს თავის ახალ პიესას: Homo ex machina - სატირული კომედია ანტიკურ ღმერთებსა და თანამედროვე ბერძნებზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 220 (ახალბერძნული განყოფილების ბიბლიოთეკა).

 

 

 

ახალი ბერნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები

 

არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 2013 წლის 14, 15 და 16 მაისს ჩატარდება ახალი ბერნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები.

გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის მიმართონ ეკატერინე ქართველიშვილს ა.წ. 1 თებერვლიდან ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 12-დან 15 საათამდე შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის პროსპ.  N 13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 219. ტელ.: 593 49 00 18 ან 225 32 20. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 22 მარტი, 15:00 სთ.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიონ პასპორტი და შესაბამისი თანხა (Α1 დონისთვის – 55 ევრო; Α2, Β1 დონისთვის – 65 ევრო; Β2, Γ1, Γ2 დონისთვის – 73 ევრო).