კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსი სტუდენტებისთვის

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

ცხადდება კონკურსი ღონისძიებათა პროგრამის გარეკანის დიზაინზე.

გარეკანი უნდა იყოს სადა და აკადემიური, ფერადი ან შავ-თეთრი, უნდა პასუხობდეს პროექტის სულისკვეთებასა და მთავარ გზავნილს. დიზაინისთვის შესაძლებელია ფოტოების, ფერწერის,გრაფიკის, კოლაჟის, აპლიკაციის გამოყენება.

გარეკანზე განავსებული უნდა იყოს შემდეგი წარწერა:

 

ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე

ღონისძიებათა პროგრამა 

 

Georgian Tolerance from King Aeetes to the Present Day

Programme of Events

 

2016

 

კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გაგზავნონ 2016 წლის 8 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tolerantoba2016@yahoo.com

გზავნილში უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, კურსი, ფაკულტეტი, მიმართულება და ტელეფონის ნომერი. ნამუშევარი წერილს უნდა დაერთოს ბმულის სახით.

შერჩეული ნამუშევარი განთავსდება ღონისძიებათა პროგრამის გარეკანზე, შიდა მხარეს მიეთითება ავტორის სახელი და გვარი. იგივე დიზაინი გამოიყენება აფიშებსა და თსუ-ს საინფორმაციო ვებ-გვერდის გასაფორმებლად. 

 

წერილობითი მედიცინა გვიანბიზანტიურ ეპოქაში (ხელნაწ. Taur. B. VII.18 -ში დაცული იატროსოფიონი)

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი გიწვევთ

 

საჯარო მოხსენებაზე – წერილობითი მედიცინა გვიანბიზანტიურ ეპოქაში  (ხელნაწ. Taur. B. VII.18 -ში დაცული იატროსოფიონი)

მოხსენებას წაიკითხავს  ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერულ კულტურათა კვლევის ცენტრის დოქტორანტი დანილო ვალენტინო

 

 მოხსენება წარიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.

22 აპრილს, პარასკევს 16 საათზე.

მის: თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია

 

რეზო კიკნაძის ლექცია: ,,ექსტრემალური მუსიკაში”

12985607_10209207689976043_8823209552538544316_n

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გიწვევთ საჯარო ლექციათა ციკლზე:

ლექტორიუმი ცოდნის მოყვარულთათვის -

"SCIENTIA POTENTIA EST"

ოთხშაბათს, 20 აპრილს ჩატარდება მესამე ლექცია თემაზე: ,,ექსტრემალური მუსიკაში", რომელსაც წაიკითხავს მუსიკოსი და კომპოზიტორი, კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე. 

დასწრება თავისუფალია!

20 აპრილი, 18 საათი

თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია

სტუდენტური კონფერენცია – ,,ანტიკურობის თანამედროვეობა”

 

 

salvador-dali_crazy-crazy-crazy-minerva_lithograph-with-colour-etching_16.5x20.75in_1971

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის


სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს

II ყოველწლიურ
სტუდენტურ კონფერენცია


სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკაა: „ანტიკურობის თანამედროვეობა“

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რეგიონებში არესბული აკრედიტებული უნივერსიტეტების ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პერიოდულ სტუდენტურ ჟურნალში: ,,მნემოსინე”.

 

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 14-15 მაისს.


გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები

 2016 წლის 30 აპრილამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

greekstudies@tsu.ge

საკონტაქტო პირი:  ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.

განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 30 აპრილს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67
ელ.ფოსტა: greekstudies@tsu.ge

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია – ,,პოეზია, როგორც ითაკაზე დაბრუნება”.

რატი 1

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გიწვევთ საჯარო ლექციათა ციკლზე:

ლექტორიუმი ცოდნის მოყვარულთათვის -
"SCIENTIA POTENTIA EST"

სამშაბათს, 12 აპრილს ჩატარდება მეორე ლექცია – ,,პოეზია, როგორც ითაკაზე დაბრუნება", რომელსაც წაიკითხავს პოეტი რატი ამაღლობელი.

ჰომეროსის ილიადა, აქილევსის ფარის მოხატვა, მისი ექოები ბროდსკისთან და ოდენთან. გალაკტიონის გემი ,,დალანდი" და კავაფისის ითაკა. ავთანდილი და ოდისევსი. მიმეზისი და პოეზისი.

დასწრება თავისუფალია!

12 აპრილი, 19 საათი
თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია

სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს II ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის

სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს II ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენცია


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რეგიონებში არესბული აკრედიტებული უნივერსიტეტების

ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკაა: ანტიკურობის თანამედროვეობა

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პერიოდულ სტუდენტურ ჟურნალში: ,,მნემოსინე”.

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 14-15 მაისს.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები

 2016 წლის 30 აპრილამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

greekstudies@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.

განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 30 აპრილს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67
ელ.ფოსტა: greekstudies@tsu.ge

ლექციათა ციკლი: ანტიკური საბერძნეთისა და რომის ისტორია

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით ჩატარდება

ლექციათა ციკლი:

ანტიკური საბერძნეთისა და რომის ისტორია

I ლექცია: წინაბერძნული სამყარო და ანტიკურობა ძვ.წ. V საუკუნემდე (მითოსური და მიკენური საბერძნეთი, ბნელი წლები, გეომეტრიული რენესანსი, დიდი ბერძნული კოლონიზაცია და არქაიკის პერიოდი).
7 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

II ლექცია: ანტიკური საბერძნეთი ძვ. წ. V-IV საუკუნეებში (ბერძენ-სპარსელთა ომები და „დიადი ორმოცდაათწლეული”, პელოპონესოსის ომი და ბერძნული სამყაროს კრიზისი, მაკედონიის აღზევება. ალექსანდრეს დაპყრობები და ელინისტური სამყარო).
14 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

III ლექცია: რომის ისტორია დაარსებიდან პრინციპატის შემოღებამდე (მეფეთა რომი რესპუბლიკის დაარსება, პუნიკური ომები და დომინაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში, რესპუბლიკის კრიზისი და შიდა ომები).
21 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

IV ლექცია: რომი იმპერიული მმართველობის ეპოქაში (ავგუსტუსი და ადრეული პრინციპატი, იმპერიული მმართველობის კრიზისის პირველი ნიშნები, ფლავიუსების დინასტია, ქრისტიანობის შემოსვლა, გვიანანტიკურობა).
28 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

ლექციებს გაუძღვება ფილოლოგიის დოქტორი გიორგი უგულავა.

დ ა ს წ რ ე ბ ა თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა!

,,საუბრები თვალით აზროვნებასა და სტილის ისტორიაზე”

1463705577544268961327154009401n

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს:

ლექტორიუმი ცოდნის მოყვარულთათვის -"SCIENTIA POTENTIA EST"

სამშაბათს, 5 აპრილს ჩატარდება პირველი ლექცია, რომელსაც წაიკითხავს გია ბუღაძე ძალიან საინტერესო თემაზე – ,,საუბრები თვალით აზროვნებასა და სტილის ისტორიაზე". 

დასწრება თავისუფალია!

5 აპრილი, 17 საათი
თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია