სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე „ინოვაციის იდეა და ფორმები ბერძნულ კულტურაში (ანტიკურობა, შუა საუკუნეები, თანამედროვეობა)“

 
თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2016-ის ფარგლებში თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 19-20 სექტემბერს ჩატარდება სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე „ინოვაციის იდეა და ფორმები ბერძნულ კულტურაში (ანტიკურობა, შუა საუკუნეები, თანამედროვეობა)“.
 
სიმოპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გადმოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, მოსხენების სათაური და მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 300 სიტყვისა) შემდეგ მისამართზე greekstudies@tsu.ge 
 
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი 2016 წლის 20 ივლისამდე გაცნობებთ გადაწყვეტილებას.
სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, ასევე სამივე საფეხურის სტუდენტებს.
 
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება კრებულის სახით.
 
საკონტაქტო პირები: ეკატერინე კვირკველია  598 60 46 67; მარიამ კალაძე  577 42 69 82

საერთაშორისო ოლიმპიადა ახალ ბერძნულ ენაში

 

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, პონტოელ ახალგაზრდათა მსოფლიო კომიტეტი და საქართველოს ბერძენ ახალგაზრდათა კავშირი

ატარებენ   საერთაშორისო  ოლიმპიადას   ახალ   ბერძნულ   ენაში

 

2016 წლის 13 ივნისს, 13:00 საათზე

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII korpusi, 220-e auditoria.

ორი გამარჯვებული კონკურსანტი გაემგზავრება საბერძნეთში,

ქ. თესალონიკი, 2016 წლის აგვისტოს თვეში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:

საქარტველოს 18-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც გარკვეულ დონეზე ფლობს თანამედროვე ბერძნულ ენას, მაგრამ არასოდეს უსწავლია საბერძნეთის რესპუბლიკაში ან კვიპროსზე და არც უცხოვრია აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე სამ თვეზე მეტი ხნის მანძილზე.

    რეგისტრაციის გასავლელად ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ,გამოგზავნოთ რეზიუმე  (cv ფოტოსურათით)  2016 წლის 10 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  e_kotanidi@hotmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვი დარეკეთ:

599 11 55 65 – ევგენია კოტანიდი.

593 49 00 18  ეკატერინე ქართველიშვილი

 

გისურვებთ წარმატებას!

ბერძნული ენის საერთაშორისო ოლიმპიადის

 რგკომიტეტის საქართველოს ოფისი

გიწვევთ შეხვედრაზე ცნობილ ბერძენ სკულპტორ გელა კესიდისთან.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

 

20 მაისს, პარასკევს, 17 საათზე გიწვევთ შეხვედრაზე ცნობილ  ბერძენ სკულპტორ

 გელა კესიდისთან.


13250382_10201636651915739_1428323303_n

 

თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია

დოქტორანტის მეორე კოლოკვიუმი

დოქტორანტის მეორე კოლოკვიუმი

დოქტორანტი: ნინო დიანოსაშვილი

მიმართულება: კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა

სათაური: "შეშლილობის ფენომენი ევრიპიდეს ტრაგედიებში"

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ქეთევან ნადარეიშვილი

რეცენზენტი: ასოც. პროფ. მანანა ფხაკაძე

კოლოკვიუმის ჩატარების დრო/ადგილი:

2016 წლის 19 მაისი, 16 საათი, თსუ VIII კორპ. 221-ე აუდიტორია.

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი სტუდენტებისთვის

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი
სტუდენტებისთვის
 
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:
„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.
 
ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი
 
 კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენას.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია:
 
1. მის მიერ არჩეული ქართულენოვანი ლექსი ან პატარა მოთხრობა (მითი, ზღაპარი, ლეგენდა და მისთ. – არა უმეტეს ორი გვერდისა) თარგმნოს საქართველოს რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენაზე
ან პირიქით, რომელიმე ნაწარმოები ეროვნული უმცირესობების შემოქმედებიდან თარგმნოს ქართულად;
 
2. 2016 წლის 26 მაისამდე ორიგინალი და ნათარგმნი ნაწარმოები, ბმულის სახით, გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე tolerantoba2016@yahoo.com
ქართული ტექსტისათვის შრიფტი-Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.
 
3.  გზავნილში მითითებული უნდა იყოს მთარგმნელის სახელი, გვარი, სტატუსი, ტელეფონის (მობილური) ნომერი; ასევე, ხელმძღვანელი ლექტორის (რომელიც ფლობს კონკრეტული ეროვნული უმცირესობის ენას) სახელი, გვარი და სტატუსი შემდეგი ფორმით:
ბერძნულიდან (სომხურიდან, რუსულიდან და მისთ.) თარგმნა ნატალია ხაჩიძემ (თსუ, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულება, III კურსი).
ხელმძღვანელი: ანი ჩიქოვანი,  ასოც. პროფესორი.
 
იგივე ინფორმაცია უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზეც.
 
4.  თარგმანებთან ერთად უნდა გაიგზავნოს შესაბამისი უცხო ენის ფონტი (ანბანის კომპიუტერული ვერსია).
 
   საუკეთესო თარგმანები გამოიცემა კრებულად. კრებულში თითოეულ თარგმანს მიეთითება მთარგმნელისა და  მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
კრებულები მთარგმნელებსა და მათ ხელმძღვანელებს გადაეცემათ პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე 2016 წლის 9 ივნისს.
 მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ, VIII კორპუსის სააქტო დარბაზი.
           
საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123
 

II სტუდენტური კონფერენცია – ,,ანტიკურობის თანამედროვეობა”

1_Crazy-Crazy-Crazy-Minerva_Memories-of-Surrealism_-Dali-at-NAC_photo-by-Andrew-Werner-e1423075711450

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის


სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს

II ყოველწლიურ
სტუდენტურ კონფერენცია

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 13-14 მაისს 13 საათიდან 17 საათამდე. 

 

კონფერენციის პროგრამა:

I სექცია 

VIII კორპ. 220-ე აუდიტორია. 

13 მაისი, 13:00-17:00 სთ. მერი ჟორჟოლიანი 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფია, III კურსი 

„იდეების თეორია“ პლატონის „პარმენიდეს“ მიხედვით. 

ხელმძღვანელი: რევაზ გორდეზიანი 

თამუნა მეჭურჭლიშვილი 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგია, IV კურსი 

კონტექსტუალური მოცალეობა, ანუ მოცალეობა დროსა და სივრცეში. 

ხელმძღვანელი: ნანა ტონია 

ნათია ბერიძე 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტი, 

ფილოსოფია, III კურსი 

სამართლიანობისა და უსამართლობის საკითხი პლატონის ,,სახელმწიფოს’’ I და II თავში. 

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. რევაზ გორდეზიანი 

გიორგი ლომსაძე 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

ქართული ფილოლოგია, III კურსი 

გრამატიკული სქესის გამოხატვის ფუნქციური და სემანტიკური საკითხი ქართულ ენაში. 

ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი მაია ლომია 

ანანო ყალიჩავა 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

ინგლისური ფილოლოგია, III კურსი 

ეროსის განსაზღვრება პლატონის ფილოსოფიაში. 

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაკა ლაშხია 

 

მაკა ბოტკოველი 

იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულება, 

II კურსი 

არქეოლოგიური გათხრები ვანთაში 

ხელმძღვანელი: არქეოლოგი გიორგი ლაღიაშვილი 

ნატო გოლიაძე 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფია, III კურსი 

სათნოება – სინდისი არისტოტელეს ,,ნიკომაქეს ეთიკიდან'' 

ხელმძღვანელი: დალი გულიაშვილი 

გვანცა ფოფხაძე 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

ბერძნულ–რომაული ფილოლოგია (კლასიკური ფილოლოგია) მაგისტრატურა I კურსი 

საზღაური ირაციონალურისგან, ანუ რატომ იღუპებიან ბერლიოზი და პენთევსი. (მ. ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტასა” და ევრიპიდეს ,,ბაკქი ქალების” მიხედვით) 

ნათია მესხიძე 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგია, III კურსი 

„მშვენიერი და თავისუფალი“ – პრომეთეს მითის შელისეული ინტერპრეტაცია 

ხელმძღვანელი: ქეთი გრძელიძე 

სალომე სუხიაშვილი 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 

ქართული ფილოლოგია, III კურსი 

ანტიგმირი სასიყვარულო ბალადებში 

ხელმძღვანელი: ხვთისო მამისიმედიშვილი 

ირაკლი ნოდია 

ჰუმანიტარუალ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორია, III კურსი 

პატრიარქ ფოტიოსისა და პაპ ნიკოლოზ I ურთიერთობის ისტორიიდან („დიდი სქიზმის“ წინაპირობები) ხელმძღვანელი: ასისტ. პროფესორი ლერი თავაძე 

 

II სექცია 

VIII კორპ. 220-ე აუდიტორია. 

14 მაისი, 13:00-17:00 სთ. მარიკა ჭითანავა 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

ბერძნულ–რომაული ფილოლოგია (ბიზანტიური ფილოლოგია) მაგისტრატურა I კურსი 

გენდერული საკითხი და ქორწინება წმ. გრიგოლ ნაზიანზელის მიხედვით 

ხელმძღვანელი: სრული პროფ. თინა დოლიძე 

ნათია ბოტკოველი 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგია, III კურსი 

ანტიკურობასთან დაკავშირებული იდიომებისა და სიტყვების ცოდნის დონე ქართველ ახალგაზრდებში 

ნინო მიქაბერიძე, ქეთევან სამხარაძე 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგია, II კურსი 

პიროვნული თავისუფლება ანტიკურ და თანამედროვე ცხოვრებაში. 

ხელმძღვანელი: ქეთევან აბესაძე 

თათია დავითაძე 

ბათუმის უნივერსიტეტის 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგია I კურსი 

საზოგადოებრივი იდეალის პრობლემა პლატონის სახელმწიფოს მიხედვით. 

ხელმძღვანელი: ვარდო ბერიძე 

მარიკა ბოლქვაძე 

ბათუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

ფილოსოფია, I კურსი 

პლატონი და არისტოტელე სულის შესახებ 

ხელმძღვანელი: ლალი ზაქარაძე 

ნინო ინწკირველი 

ბათუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

ფილოსოფია, II კურსი 

ისტორიის გაგება ნიცშეს ,,არათანადროულ ფიქრებში“. 

ხელმძღვანელი: ლალი ზაქარაძე 

ნია კახიძე 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

კლასიკური ფილოლოგია, II კურსი 

აედის ფუნქცია ჰომეროსის ეპოსში. 

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. რუსუდან ცანავა 

ნინო (ნინაკო) ღლონტი 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 

კლასიკური ფილოლოგია, I კურსი 

აქტეონის ფიგურა მითსა და მხატვრულ კულტურაში 

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნანა ტონია 

ეკატერინე კვირკველია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი 

აკაკი ჯოხაძე, ბერძნულ–რომაული ფილოლოგია (კლასიკური ფილოლოგია) მაგისტრატურა I კურსი 

გვანცა ფოფხაძე, ბერძნულ–რომაული ფილოლოგია (კლასიკური ფილოლოგია) მაგისტრატურა I კურსი 

პროექტი – საქართველოსთან დაკავშირებული ონომასტიკა ანტიკურ წყაროებში. 

 

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – ,,ბერძნული დრამა – ევროპული კულტურის საფუძველი”

13139236_10209424366992833_1642316582747670974_n

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გიწვევთ საჯარო ლექციათა ციკლზე:



ლექტორიუმი ცოდნის მოყვარულთათვის -

"SCIENTIA POTENTIA EST"



ორშაბათს, 16 მაისს ჩატარდება მეხუთე ლექცია – ,,ბერძნული დრამა – ევროპული კულტურის საფუძველი", რომელსაც წაიკითხავს ლევან ბერძენიშვილი.



დასწრება თავისუფალია!



16 მაისი, 19 საათი

თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია

ფოტოგამოფენა „ჩემი საქართველო“ საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მონაწილეობით

ოტოგამოფენა ჩემი საქართველო

საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი

სტუდენტების მონაწილეობით

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

 

ტარდება ფოტოგამოფენა  ჩემი საქართველო

მონაწილეობის პირობები:

 

მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ თსუ-ს სტუდენტს.

 

სტუდენტები ფოტომასალით საკუთარი თვალით დანახულ საქართველოს წარმოგვიდგენენ.  

დასაშვებია ფოტოს დამუშავებაც და ფოტოკოლაჟიც.

 

ფოტოს ფორმატი 30X40 სმ.

 

ფოტო მოთავსებული უნდა იყოს ალუმინის, პლასმასის ან ხის ჩარჩოში, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

  • მოგვაწოდოთ როგორც თითო ფოტო, ასევე ფოტოსერია, რომელიც 3 ფოტოს არ უნდა აღემატებოდეს.

 

ჩარჩოში, მარჯვნივ, ქვედა მხარეს, მინის შიგნით, ჩატანებული უნდა იყოს პატარა, თეთრი ქაღალდი, სადაც ქართულ ენაზე, შავი ფერით, დაბეჭდილი იქნება ფოტოს ავტორი სტუდენტის სახელი, გვარი, ფაკულტეტი.  

 

ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ზემოთ აღნიშნული ფორმით გამზადებული ფოტოები უნდა მიიტანონ თსუ-ს VIII კორპუსის 220-ე აუდიტორიაში არა უგვიანეს 17 მაისის 17:00 საათისა.  

 

პროექტის ღონისძიებათა პროგრამაში მიეთითება ფოტოგამოფენაში მონაწილე ყველა სტუდენტის ვინაობა.

 

ფოტოგამოფენაში მონაწილე სტუდენტებს ნაშრომები უკან არ დაუბრუნდებათ. ზოგიერთი ფოტო შესაძლებელია მოხვდეს პროექტთან დაკავშირებულ რომელიმე კრებულში, რომელიც ფოტოს ავტორს გადაეცემა საჩუქრად.

 

ფოტოგამოფენა გაიხსნება 2016 წლის 25 მაისს თსუ-ს Ι კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში, 18:00 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის  სააქტო დარბაზის ჰოლში.

 

         საკონტაქტო პირი: ლანა რამიშვილი  ტელ.: 574 41 44 50

 

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი სტუდენტებისთვის

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი

სტუდენტებისთვის

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი

 

 კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია:

 

1. მის მიერ არჩეული ქართულენოვანი ლექსი ან პატარა მოთხრობა (მითი, ზღაპარი, ლეგენდა და მისთ. – არა უმეტეს ერთი გვერდისა) თარგმნოს საქართველოს რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენაზე

ან პირიქით, რომელიმე ნაწარმოები ეროვნული უმცირესობების შემოქმედებიდან თარგმნოს ქართულად;

 

2. 2016 წლის 15 მაისამდე ორიგინალი და ნათარგმნი ნაწარმოები, ბმულის სახით, გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე tolerantoba2016@yahoo.com

ქართული ტექსტისათვის შრიფტი-Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.

 

3.  გზავნილში მითითებული უნდა იყოს მთარგმნელის სახელი, გვარი, სტატუსი, ტელეფონის (მობილური) ნომერი; ასევე, ხელმძღვანელი ლექტორის (რომელიც ფლობს კონკრეტული ეროვნული უმცირესობის ენას) სახელი, გვარი და სტატუსი შემდეგი ფორმით:

ბერძნულიდან (სომხურიდან, რუსულიდან და მისთ.) თარგმნა ნატალია ხაჩიძემ (თსუ, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულება, III კურსი).

ხელმძღვანელი: ანი ჩიქოვანი,  ასოც. პროფესორი.

 

იგივე ინფორმაცია უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზეც.

 

4.  თარგმანებთან ერთად უნდა გაიგზავნოს შესაბამისი უცხო ენის ფონტი (ანბანის კომპიუტერული ვერსია).

 

   საუკეთესო თარგმანები გამოიცემა კრებულად. კრებულში თითოეულ თარგმანს მიეთითება მთარგმნელისა და  მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

კრებულები მთარგმნელებსა და მათ ხელმძღვანელებს გადაეცემათ პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე 2016 წლის 9 ივნისს, 18 საათზე.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ, VIII კორპუსის სააქტო დარბაზი.

           

საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123

  

ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად

ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის

 

საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

კონკურსის პირობები:

მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს კინო-ტელე ხელოვნების ან სხვა მიმართულების სტუდენტს, რომელიც შეძლებს შექმნას მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი თემაზე ეროვნული უმცირესობები და საქართველო .

 

ფილმის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 5 წუთი; 

ფილმის ენა: ქართული;

ფილმის მონტაჟი: მემონტაჟის მოწვევასა და მასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვას უზრუნველყოფს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი.

           

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 10 მაისამდე საკუთარი გვარ-სახელი, ტელეფონის (მობილური) ნომერი, ფილმის სათაური და დაკონკრეტებული თემატიკა უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tolerantoba2016@yahoo.com

            ფილმის შავი მასალა, ორგკომიტეტთან შეთანხმებით, შესაძლებელია დამონტაჟდეს 10 მაისიდან 31 მაისამდე.

           

ფილმების თსუ-ში პრეზენტაციის სავარაუდო თარიღი: 7 ივნისი, 2016

            ფილმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური სამი კაცის შემადგენლობით.

 

გამარჯვებული  დოკუმენტური ფილმის ავტორი დაჯილდოვდება.

           

საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123