ანტიკური ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სრული პროფესორი რისმაგ გორდეზიანი წაიკითხავს ლექციებს თემაზე "ანტიკური ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში". კურსის მიზანია მსოფლიოს კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული სახეების მსოფლიო ხელოვნების შედევრებში ასახვის ტენდენციების შესწავლა.

დასწრების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ განცხადებით ნინო მღებრიშვილს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა).

თსუ VIII კორპუსი,ი. ჭავჭავაძის პროსპ.13.

III სართული, ოთახი 304.

ტელეფონი: 598 839 005

ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina საჯარო კითხვა

 

2013 წლის 12 თებერვალს 15:00 საათზე ლაშა ბუღაძე "მოხსენებები, სემინარები, პრეზენტაციების" ფარგლებში წაიკითხავს თავის ახალ პიესას: Homo ex machina – სატირული კომედია ანტიკურ ღმერთებსა და თანამედროვე ბერძნებზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 220 (ახალბერძნული განყოფილების ბიბლიოთეკა).

 

 

 

ახალი ბერნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები

 

არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 2013 წლის 14, 15 და 16 მაისს ჩატარდება ახალი ბერნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები.

გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის მიმართონ ეკატერინე ქართველიშვილს ა.წ. 1 თებერვლიდან ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 12-დან 15 საათამდე შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის პროსპ.  N 13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 219. ტელ.: 593 49 00 18 ან 225 32 20. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 22 მარტი, 15:00 სთ.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიონ პასპორტი და შესაბამისი თანხა (Α1 დონისთვის – 55 ევრო; Α2, Β1 დონისთვის – 65 ევრო; Β2, Γ1, Γ2 დონისთვის – 73 ევრო).

 

კასტინგი

ვაცხადებთ კასტინგს იაკოვოს კამბანელისის ორი ერთმოქმედებიანი პიესის – "წერილი ორესტესს" და "ვახშამი" – დასადგმელად ქართულ ენაზე შემდეგი როლებისათვის: ორესტესი, ელექტრა, იფიგენია, კლიტემნესტრა, აგამემნონი, ეგისთოსი, კასანდრა, ფოლოსი (ელექტრას ქმარი).

კასტინგი ჩატარდება თსუ VIII კორპუსის 220–ე აუდიტორიაში, 13 ნოემბერს, 2–დან 3 საათამდე.

მისამართი:

ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13

 

პროფესორ ტასილო შმიტის ლექცია-სემინარები

 

მოხსენებები • სემინარები • პრეზენტაციები

2012 წლის 8, 12, 14 ნოემბერს ბრემენის (გფრ) უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი ჩაატარებს ლექცია-სემინარების ციკლს თემაზე: "ბიუროკრატია, ეკონომია, თეოკრატია? „სასახლეების“ ფუნქციები მიკენურ საბერძნეთში". ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე, იწარმოებს თარგმანი.

ლექცია-სემინარებში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ N219 ოთახში ეკატერინე ქართველიშვილთან.

ლექცია სემინარების განრიგი:

8 ნოემბერი -14.00 სთ, 12 და 14 ნოემბერი – 16.00 სთ.

თსუ VIII კორპუსის 220-ე ოთახი (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13).

სასწავლო კურსი ითვალისწინებს ინტენსიურ მუშაობას: თითოეულ დღეს სამი სალექციო საათი. ასევე, კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, სემინარები და საბოლოო გამოცდა. ინტენსიური კურსის დასრულების შემდგომ დოქტორანტები მიიღებენ 5 კრედიტს და დასწრების სერთიფიკატს.
 
დოქტორანტებს ვთხოვთ დარეგისტრირდნენ სმს ბაზაში ან მიმართონ ნინო პოპიაშვილს. 
 
 

მიხალის პიერისის მოხსენება

 

 

მოხსენებები • სემინარები • პრეზენტაციები

2012 წლის 9 ნოემბერს ცნობილი კვიპროსელი მეცნიერი, პროფესორი მიხალის პიერისი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „იქ, სადაც დასავლეთი აღმოსავლეთს ერთვის“ – კვიპროსი ევროპის, აფრიკისა და აზიის გზაგასაყარზე". მოხსენება წაიკითხება ბერძნულ ენაზე, იწარმოებს სინქრონული თარგმანი.

17.00 სთ, თსუ VIII კორპუსის 220-ე ოთახი (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13).

თეო კობუშის მოხსენება

2012 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გერმანელი მეცნიერი, პროფესორი თეო კობუში (ბონი), "მოხსენებები, სემინარები, პრეზენტაციების" ფარგლებში, წაიკითხვას მოხსენებას თემაზე: "ნების ცნება ანტიკურ ფილოსოფიაში". მოხსენება წაიკითხება გერმანულ ენაზე, იწარმოებს სინქრონული თარგმანი.

16.00 საათი, თსუ VIII კორპუსი, II სართული, 220-ე ოთახი (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13).

კონსტანტინოს დიმადისის მოკლე სალექციო კურსი

2012 წლის 3–12 ოქტომბრს  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი – კონსტანტინოს დიმადისი ჩაატარებს ლექციებს ახალბერძნულ ენასა და ლიტერატურაში. ლექციები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 11:00 – 12:00 საათზე. ლექციები წარიმართება ახალბეძნულ ენაზე.

მისამართი:

ი. ჭავჭავაძის 13

0179 თბილისი, საქართველო

ტელ: (+ 995 32) 2 22 11 81

ფაქსი: (+ 995 32)  2 22 11 81

ელ.ფოსტა: greekstudies@tsu.ge

საკონტაქტო პირი:

სვეტლანა ბერიკაშვილი

ტელ.: 599 15 72 14

 

ტაო–კლარჯეთის სამდღიანი ტური

2012 წლის 31 სექტემბერს, 1 და2 აგვისტოს ტაო-კლარჯეთში იმყოფებოდნენ თსუ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები – სალომე ნოზაძე, ანა ჯანიკაშვილი, ლელა ხვედელიძე და ნინო ნადიბაიძე, რომლებმაც ეს საგზური კონკურს Victoria-ში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. მათ მოინახულეს მერეს ციხე, ქაჯთა ციხე, ფარაკანის ციხე, შავშეთი, სათლეს ციხე, ხანძთა, არტანუჯის ციხე, ახიზის ციხე, ჯოჯოხეთის ხეობა,დოლისყანა, ოშკი, ხახული, იშხანი, თორთომის ჩანჩქერი, ვეჟანგეთის ციხე, კავკასიძეების ციხე, ოთხთაეკლესია, ბანა, სოლომონის მღვიმე.

კონკურსი Victoria ტარდება ყოველწლიურად, 22 ივლისს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, კლასიკურ ენებში: ძველ ბერძნულსა და ლათინურში.

 

ექსპედიცია თურქეთში

2012 წლის ‎19-25 აგვისტოს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტები მიემგზავრებიან თურქეთში ანტიკური ძეგლების დასათვალიერებლად. ექსპედიცია მოიცავს შემდეგ ძეგლებს: ხათუსა, კაპადოკია, ეფესოსი, პერგამონი, ტროა, სტამბული (აია სოფია, დიდი სასახლე, მოზაიკების მუზეუმი, სამონასტრო კომპლექსი ხორა, ტოპკაპი, ჰიპოდრომები, მეჩეთები, არქეოლოგიური მუზეუმები, ბოსფორის სრუტე), ტრაბზონი – სუმელას მონასტერი.

  თორმეტი ღმერთის რელიეფი იაზილიკაიაში (ხათუსასთან ახლოს)